უკან

ეკონომიკა

16 ოქტომბერი, 2017 14:40
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების ხარისხის მართვის სტანდარტებს და ISO-9001 უზიარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ISO-17020 სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, შემუშავდა ახალი რეგულაციები სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული გამოწვევბის ფონზე, მნიშვნელოვანია, მაღალი სტანდარტის კონტროლის სისტემის დანერგვა, რაშიც უცხოელი კოლეგები დაგვეხმარებიან“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ.

სურსათის უვნებლობის ქართველმა სპეციალისტებმა ჰოლანდიელ ექსპერტებს სააგენტოს სტრატეგიის, რისკის ანალიზის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და ლაბორატორიული კვლევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მონახულება და შეხვედრა ექსპორტიორებთან.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი