პოლიტიკა
“თავისუფალი საქართველო” მთავრობას ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს
პარტია “თავისუფალი საქართველო” საქართველოს მთავრობას ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის სესახებ საუბარია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასვნის წინასწარი ვარიანტი, რომელშიც გაზიარებულია საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურად ყველა ძირითადი შენიშვნა, კონსტიტუციის მიღების წესთან, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის სისტემასთან მიმართებაში.
ეს არ არის მმართველი გუნდის პირველი ფიასკო საერთაშორისო ასპარეზზე: წულუკიანის უწყების “წყალობით” საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, ხოლო ევროპის საბჭომ უარი თქვა ევროსასამართლოს წევრობის ქართველი კანდიდატების განხილვაზე. არაერთხელ წინასწარ გავაფრთხილეთ საქართველოს ფორმალური და არაფორმალური მთავრობები, რომ ირაკლი კობახიძის და სხვა ოდიოზური ფიგურების მიერ ნაციონალური მოძრაობის სტილში ცინიზმზე და ხელების გადაგრეხვაზე დაფუძნებული ე.წ. კონსტიტუციური რეფორმა დასრულდებოდა სწორედ ამ შედეგით (PS: გუშინვე ცნობილი გახდა კობახიძის კიდევ ერთი “ეშმაკობა”: ვენეციის კომიისთვის გაგზავნლ პროექტში მითითებულია, რომ პრეზიდენტს 2018 წელს აირჩევენ პირდაპირი წესით, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო კომიიის მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ პროექტში).
შექმნილ ვითარებაში მთავრობას აქვს 2 არჩევანი:
ა) ან ბოლომდე გააგრძელოს “კობახიძის” კურსი, რაც გარდაუვლად მიიყვანს ქვეყანას ახალ სამოქალაქო დაპირისპირებამდე თბილისის ქუჩებში. შევახსენებთ მთავრობის ხელმძღვანელებს, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მიზეზი სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ერთპარტიული წესით მიღებული კონსტიტუცია გახდა.
2) ან შეიქმნას ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც შევა ყველა კვალიფიციური პარტია და არა “შერჩევით”, შევლენ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული იურისტები და არა ყველაზე ლოიალურები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების და უმცირესობების წარმომადგენლები, კომისია ორიენტირებული იქნება შეთანხმებაზე და არა კონფრონტაციაზე, საჯარო განხილვებს დაესწრება ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი, ყველაზე პრინციპული და სადავო საკითხები გამოტანილი იქნება რეფერენდუმზე და არა პოლიტ-საბჭოს სხდომაზე - შედეგად კი მომზადდება მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხის მქონე დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და არა მმართველი პარტიის წესდების გადამუშავებული ვერსია.
მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ “სუფთა ფურცლიდან” საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.’’
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


