სამართალი


თბილისში 4 ახალგაზრდა დაჭრეს
თბილისში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სტუმრებს შორის ჯერ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი, გარეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ორს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ერთი ახალგაზრდა კი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, რომელსაც ასევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
23 იანვარი, 2021 , 17:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა
23 იანვარი, 2021 , 13:00

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
23 იანვარი, 2021 , 11:37

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 11:32
დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
22 იანვარი, 2021 , 16:10