უახლესი ამბები
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მოზაიკა
თბილისში ლეგენდარული „SNAP-ის“ კონცერტი გაიმართა
საქართველოში ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის - „SNAP-ის“ პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის ცენტრის შვილობილი კომპანიის - „Blue Horses-ის“ ორგანიზებით „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ მოეწყო.
„SNAP” არის ევროდანსის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფი, რომელმაც 90-იანი წლების საცეკვაო მუსიკას ახალი ენერგია შესძინა და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
როგორც „მედიანიუსს“ Blue Horses-ის“ მენეჯერმა თორნიკე ქურდაძემ განუცხადა, საქართველოში მათ მოსაწვევად მოლაპარაკებები 2 თვემდე გრძელდებოდა.
„ჩვენი კომპანია ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აუდიტორიის მოთხოვნებიდან გამომდინარე არჩევს. ამ ეტაპზე, ძირითადად, დისკო- და ელექტრონული მუსიკის პოპულარულ წარმომადგენლებს ვიწვევთ. თუმცა სამომავლოდ ჟანრების გაფართოებასაც ვაპირებთ. ჩვენი მოწვევით, საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ისეთი სახელოვანი შემსრულებლები, როგორებიც არიან: დიჯეი დასთიქიდი, თენ ველსი, ფედერი, როუთი 94 და სხვები“, - აღნიშნა თორნიკე ქურდაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, საქართველოს პოპულარიზაცია დ მუსიკის მეშვეობით, სხვადასხვა თაობის მსმენელების გაერთიანება.
„SNAP-ის“ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. სტუმრებმა ქართველი მსმენელისათვის სხვა დაუვიწყარ ჰიტებთან ერთად, „The Power” და “Rhythm is a Dancer“ ააჟღერეს, რომელთაც საცეკვაო მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მელოდიები და ძლიერი ვოკალი ელექტრონული მუსიკის სცენას დღემდე ასაზრდოებს და ფილმებსა და რეკლამებშიც აქტიურად გამოიყენება.
თბილისში ყოფნისას SNAP-ის წევრები საქართველოს ისტორიას, ბუნებასა და კულინარიასაც გაეცნენ. თორნიკე ქურდაძის თქმით, „ისინი გაოცებულები დარჩნენ, ამ პატარა ერს ასეთი დიდი ისტორია როგორ გაქვთო“.
მუსიკალური ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში სტუმრობას სამომავლოდაც განიხილავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

