უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 აპრილი, 2025 16:34
font-size

თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა

თბილისში ვირტუოზი ხორვატი პიანისტის, მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: “Sparks” და “Culture Forever”. სახელოვანი მუსიკოსი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე იგი სრულიად ახალი საკონცერტო პროგრამით --“MAKSIM - Segmenti” - წარდგა.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე კი მან მცხეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. როგორც მაქსიმ მრვიცამ თქვა, საქართველოში მეორედ ჩამოსვლით ბედნიერი დარჩა. ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ქართველ მაყურებელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.

“ჩემი ახალი ალბომი სხვადასხვა მუსიკალური სტილის ნაზავია. არის ორიგინალური სიმღერები, პოპი, როკი, ძალიან ცნობილი მელოდიები, რომლებსაც საორკესტრო ვერსიით ვასრულებ. მასში ასევე შედის კლასიკური ნაწარმოებები, როგორებიცაა, მაგალითად, პროკოფიევისა და ჩაიკოვსკის ბალეტები. კონცერტზე 8-დან 7 კომპოზიციას შევასრულებ. ასე რომ, მაყურებელი თითქმის მთელ ახალ ალბომს მოისმენს”, - განაცხადა მაქსიმ მრვიცამ ქართული ტელეარხებისათვის კონცერტის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუში.

მეორე თბილისურ კონცერტზე მაქსიმ მრვიცამ სხვა კომპოზიციებთან ერთად, ჩვეული ოსტატობით ააჟღერა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის - “QUEEN-ის“ ცნობილი სიმღერის - „The Show Must Go On-ისა” და შვედური პოპ-ჯგუფის „Abba-ს” სიმღერის - „Dancing Queen-ის” ჰანგები, ასევე შოპენის ერთ-ერთი პრელუდია და მისი შემოქმედების ერთგვარ სავიზიტო ბარათად ქცეული კომპოზიცია “Pirates of the Caribbean”. პიანისტი ფილარმონიის სტუმართა მხურვალე აპლოდისმენტებით დაჯილდოვდა.

მაქსიმ მრვიცა კლასიკური კროსოვერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელია მსოფლიოში, რომელიც მუსიკალურ ჟანრებს შორის საზღვრებს არღვევს - კლასიკური და კინო-მუსიკიდან პოპ- და ელექტრონულ მუსიკამდე. შესაბამისად, მისი აუდიტორია არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის მოყვარულთ აერთიანებს, არამედ მრავალფეროვანია.

იგი ასრულებს კომპოზიციებს ფილმებიდან” "კელას გაფრენა", "ნოსტრადამუსი", "დედოფლის ბოჰემური რაფსოდია", "ხორვატული რააფსოდია", "სამეფო თამაშები“, „მისია შეუსრულებელია“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები“.

“მუსიკა შეიძლება გახდეს გაქცევა მკაცრი რეალობისგან, როგორც ეს იყო ჩემს შემთხვევაში”, - აცხადებს მაქსიმ მრვიცა.

საქართველოში პირველი კონცერტი მაქსიმ მრვიცამ თავის შემოქმდებითი ჯგუფთან ერთად 2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ხორვატი პიანისტი ქართველი მაყურებლის წინაშე პროგრამით “MAKSIM – The Collection” წარდგა და მისი არნახული მოწონება დაიმსახურა.

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L