პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს - დავით რაქვიაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან 1tv.ge-ის უთხრა.
„განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მთლიანად სახელმწიფომ გადადგას [მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით] და შესაბამისად, შემდეგ ამაზე დაყრდნობით, აუცილებლობიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას უშიშროების სხდომის დანიშვნაზე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
რექვიაშვილის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს მცოცავ ოკუპაციაზე, კერძოდ, სოფელ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევაზე.
„რუსეთთან დაპირისპირებაში, ჩვენი ტერიტორიების ხელყოფასთან დაპირისპირებაში მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ერთიანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რადგან ბერშუეთის შემთხვევა ერთ-ერთი ეპიზოდია, ეს ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მთლიანობაში. საქართველოს სახელმწიფო არცერთ ასეთ სურათს არ უნდა შეეგუოს“, - თქვა რაქვიაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ამ საქმეში აუცილებელად უნდა ჩაირთოს საერთაშორისო საზოგადოება.
სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მთავრობისადმი მიმართულ განცხადებაში, მათ მოითხოვეს, რომ დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა ან უშიშროების საბჭოს, ან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


