უკან
ეკონომიკა
17 მარტი, 2017 17:35
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4817 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6720 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.24 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6871 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0731 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მარტიდან შევა ძალაში.