უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


ვინ დაეწაფება დასაწაფებელსა?!.(ოთარ ჩხეიძის წინასწარჭვრეტათა კოლექციიდან)
– ყველას მოეხსენება თუ როგორ აწყდება პრეზიდენტის კანცელარიასა. სააკაშვილი. ისევ აწყდება. ისევ ისე. თავგამეტებითა. აწყდება. და აწყდება. შუბლით აწყდება. ურახუნებს. და ურახუნებს. ან შეანგრევს. და შევარდება. და დაეუფლება. დაეწაფება ანუ მწყურვალი. დაეწაფება. დაეწაფება...
ეს პასაჟი ოთარ ჩხეიძის რომანიდანაა: "2001 წელი".
თვალნათლივი, ექსპრესიული სურათი, ეპიკურ ნატეხში ჩაწურული გარდამტეხი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში: 2003 წლის 23 ნოემბერი.
პრეზიდენტის კანცელარია რეალობაცაა და სიმბოლური, განზოგადებული სურათიც იმ გარდამტეხი ცვლილებისა.
გარდუვალია წასვლა ქვეყნის პრეზიდენტისა.
გარდუვალია მოსვლა ახალი პრეზიდენტისა.
"დაეწაფება მწყურვალიც" ამასვე მიგვანიშნებს და ადასტურებს – თან ყოფითი დეტალია, ყოფითი შტრიხი, მიხეილ სააკაშვილს რომ უნდა მოესვა რამდენიმე ყლუპი ედუარდ შევარდნაძის მიერ ტრიბუნაზე მიტოვებული ჩაის ჭიქიდან, თან კიდევ ერთი განზოგადება და სიმბოლიკა, პრეზიდენტის სავარძელი ახლა მან რომ უნდა გადაიბაროს.
რაც მოხდა, იმის მხატვრული სურათია და გასაკვირიც არა იქნებოda რა, ოთარ ჩხეიძის ეს რომანი ამ ისტორიულ დღემდე წლინახევრით ადრე რომ არ ყოფილიყო დასრულებული:
2002 წლის მაისში.
გაგრძელებებით გამოქვეყნდებოდა "ჩვენი მწერლობის" ფურცლებზე იმავე წლის სექტემბერ-ნოემბრის ნომრებში.
ცალკე წიგნად გამოიცემოდა 2003 წლის მაისისათვის – წლისთავზე მისი შექმნიდან.
თვალწინ მიმდინარე მოვლენები გადავიდოდა რომანის ფურცლებზე, დოკუმენტურ ფონზე რომ წარმოდგებოდნენ ყველა ისინი, რომლებიც აქტიურად ჩაბმულიყვნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში და ვინ თავდაუზოგავად მიისწრაფეოდა ცვლილებებისაკენ, ვინ ასევე თავდაუზოგავად ებღაუჭებოდა ძველსა და შესაცვლელს.
ყველა თავთავისი სახელით გამოჩნდებოდა თხრობაში – რაც ნიშანდობლივი გახლდათ ოთარ ჩხეიძის მხატვრული ხედვა-მანერისა და სტილისტიკისათვის.
ამიტომაცაა, მისი რომანების ისტორიულ ფონს – გარდა პირწმინდად მხატვრული დანიშნულებისა – ისტორიული და სოციალური მნიშვნელობაც რომ ენიჭება.
და ამიტომაც ირწმუნებოდა ლევან სანიკიძე:
დადგება დრო და ოთარ ჩხეიძის "არტისტულ გადატრიალებასაც" და სხვა რომანებსაც ისევე გამოიყენებენ ისტორიკოსები ამ ურთულესი მოვლენების გასააზრებლად და შესაფასებლად, როგორც შლიმანმა ჰომეროსის "ილიადაზე" დაყრდნობით გათხარა და აღმოაჩინა ტროაო.
მიხეილ სააკაშვილიც თავისივე გვარ-სახელითაა შემოყვანილი რომანის პერსონაჟად, ისევე როგორც მისი თანამებრძოლნი თუ მოწინააღმდეგენი.
და რა გამოდის:
ოთარ ჩხეიძეს წლინახევრით ადრე დაუნახავს თვალნათლივ ის სურათი და მხატვრული განზოგადებაც მიუნიჭებია, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს უნდა მომხდარიყო.
რომანის ამ პასაჟს თავის დროზევე მიაქცევდა ყურადღებას სოსო სიგუა ესეიში "ტრაგიკული ათწლეული" ("ჩვენი მწერლობა", 2004, 23 იანვარი) ნიმუშად იმისა:
მწერალი ეფექტური დეტალებით, ჭარბი დახასიათების გარეშე როგორ წარმოგვიდგენს პერსონაჟს, თითქოს სხვათაშორის გვაწვდის სპეციფიკურ ნიშნებს, მაგრამ ისე მოხდენილად, წარუშლელად რჩება მეხსიერებაში.
რომანის ეს პასაჟი, ეს სურათი ასე პირდაპირ რომ გადავიდოდა ყოფით რეალობაში, როგორც მისი ხორცშესხმა, გაოცებული ვკითხავდი ოთარ ჩხეიძეს:
– წინასწარ ასე როგორ დაინახე, ვანგა ხარ თუ ნოსტრადამუსი?
გაიცინებდა:
– ვანგა და ნოსტრადამუსი არ სჭირდებოდა იმის დანახვას, რაც მოხდებოდა. მოვლენები ისე ეწყობოდა ერთმანეთს, ედუარდ შევარდნაძეს აღარ დასცალდებოდა საპრეზიდენტო ვადის ჩამთავრება. უსათუოდ დაამხობდნენ. ეს ან პარლამენტის შენობიდან უნდა მომხდარიყო, ან კანცელარიიდან, საბოლოოდ მაინც კანცელარიის შენობას რომ უნდა გამომშვიდობებოდა. და დაამხობდა ის, ვინც ყველაზე მკვეთრად, ყველაზე თავდაუზოგავად დაპირისპირებოდა და ასეთ პიროვნებად სწორედ მიხეილ სააკაშვილი იკვეთებოდა.
– და... "მწყურვალივით დაეწაფა" რაღამ დაგაწერინა?
– რაღამ და: ფსიქოლოგებისათვის ეს ცნობილია – როდესაც ადამიანი აღწევს იმას, რასაც მთელი არსებით ესწრაფის, საშინელი წყურვილი იპყრობს და, თუ რაიმე არ დალია, შეიძლება გაგიჟდეს ან გულშემოყრილი დაეცეს.
– და მართლაც ასე მოხდა, შევარდნაძის ჩაი რომ მოსვა. მე კი იმ წუთას ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს მიშამ იმის დასამცირებლად გააკეთა.
– ქვეშეცნეულად ეს აქტი ნიშნავდა, ახლა ჩემს ხელში გადმოინაცვლებს ძალაუფლებაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საშინელ წყურვილსაც გრძნობდა და, ის ერთი-ორი ყლუპი რომ არ მოესვა, კაცმა არ იცის, რა დაემართებოდა...
ლოგიკური ანალიზიც არის ეს ყოველივე, ცხადია, მაგრამ უთუოდ წინასწარჭვრეტის უნარიც, ის წინასწარმეტყველური ნიჭი, რაც ყველა მწერალს არ მომადლებია და ასე სახელდახელოდ კი წამოგვაგონდება ფიოდორ დოსტოევსკის, ფრანც კაფკას, ილია ჭავჭავაძისა თუ მიხეილ ჯავახიშვილის სახელები.
და ოთარ ჩხეიძეც მათ მწკრივში უნდა ვიგულისხმოთ.
რარიგ გვჭირდება ახლაც მისი წინასწარმეტყველური უნარი, ერთი-ორი წლით ადრე რომ შეიძლებოდა ჩაწერილიყო მის ახალ რომანში, თუნდაც:
როგორ ბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
ნუ გაგვიკვირდება, მთელი მარშრუტიც თუ აღიწერებოდა.
იმ რომანიდან იმასაც შევიტყობდით, თუ რას უნდა ველოდეთ, როგორ წარიმართება ის ურთულესი, უმწვავესი, დრამატიზმით აღსავსე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, რომლის შუაგულშიც ვტრიალებთ და გზის გაგნებას ვეძიებთ.
ახლა კი...
ახლა – ვარაუდების ამარა დარჩენილებს – ვინ გვეტყვის, ვინ გაგვარკვევს, ვინ მიგვანიშნებს, გზას ვინ გაგვაგნებინებს ამ დახშული სინამდვილიდან?!.
და ვბრუნავთ გაურკვევლობაში და აღარ ვიცით, რა მოხდება, საიდან რა წამოგვეწევა და ვინ საიდან გამოგვიტყვრება.
ვინ აღმოჩნდება ყველაზე მწყურვალი და ვინ დაეწაფება დასაწაფებელსა?!.
როსტომ ჩხეიძე
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29