უკან
კომენტარი
21 ნოემბერი, 2017 16:15
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს “ყაზტრანსგაზს” - კახა კალაძე
CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შესაბამისად, გვინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები დაზღვეულები იყვნენ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ყაზტრანსგაზ-თბილისისა” და მერიის ერთობლივი კამპანიის კომენტირებისას.
“მივესალმები ამ აქციას და წამოწყებას, შესაბამისად, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს “ყაზტრანსგაზს”. ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ, თუ როგორ არის დამონტაჟებული გაზქურები, რაიმე პრობლემას ხომ არ წარმოადგენს, იმისთვის, რომ თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები და ადამიანები დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი