უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 სექტემბერი, 2018 12:30
font-size

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველო `ბერნინის სკოლას და რომაულ ბაროკოს“ მასპინძლობს

11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა "ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან".

საქართველოს დედაქალაქი ამჯერად 60-მდე შედევრს მასპინძლობს, რომლებიც რომის მახლობლად მდებარე პალაცო კიჯი ინ არიჩაში ინახება. ეს სასახლე თავის დროზე რომის პაპების საცხოვრებელი გახლდათ, რომელიც ჯოვან ლორენცო ბერნინიმ უმშვენიერეს ნაგებობად აქცია, დღეს კი აქ მუზეუმი და მეჩვიდმეტე საუკუნის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრია განლაგებული.

ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აღნიშნულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია: პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები და მოსამზადებელი ესკიზები დიდი ფრესკებისთვის.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, უკვე ჩატარდა ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენები.

ეს გამოფენა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და პალაცო კიჯი ინ არიჩასა და Glocal Project Consulting-თან ერთად ხორციელდება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", ქართული მხრიდან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორისაა: ვითიბი ბანკი, DBA, Salini Impregilo, Leonardo, Gulf, Anas.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O