პოლიტიკა
ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროება დადასტურდა - საია
ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროება დადასტურდა-ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
"საია იცავდა ქალს, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით მიმართა. ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ქალები საჯაროდ 2018 წლის 17 მარტს ალაპარაკდნენ.
რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი სწავლობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამ პირთან მიმართებით (ამათგან ერთის ინტერესებს საია იცავდა) დაადგინა ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. 01 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის არ არის აუცილებელი მოტივის არსებობა, არამედ, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად.
სახალხო დამცველის განმარტებით, ზვიად დევდარიანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი სექსუალური ქცევა - კომენტარი თუ შეხება, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო განმცხადებელთათვის. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, სამივე განმცხადებელთან მიმართ ზვიად დევდარიანის ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი სექსუალური შევიწროების ვარაუდის გასაქარწყლებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათისვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მსხვერპლ ქალებს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზვიად დევდარიანს, რომ მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.
სექსუალური შევიწროება არის ადამიანის უფლებათა დარღვევა და ქალის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული, სტრუქტურული ფორმა. საია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა ხელს შეუწყობს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების მიღებას, და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დროულად შექმნას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის ეფექტიანი მექანიზმები როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში."- ნათქვამია "საიას" ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


