პოლიტიკა
პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ზოგადად პარტიების დაფინანსება პრობლემური საკითხია და მმართველ გუნდს ბლოკების დაშვება სწორედ იმიტომ არ უნდოდა, რომ ფიქციურ პარტიებზე ბიუჯეტიდან დაფინანსება არ წასულიყო.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა ვერ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება.
"კონკრეტულ წინადადებაზე ვიმსჯელებთ და დაფინანსების თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი სეგმენტით. ამ ინიციატივაზე გადაწყვეტილება, როგორი იქნება, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი სწორი არ იქნება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ზოგადად, პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, ნოზაძისა და ჟორჟოლიანის ინიციატივით, სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ.
ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტი, ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გია ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, ხოლო სიმონ ნოზაძე "მრეწველების" რიგებიდან, თუმცა აღნიშნულმა დეპუტატებმა ფრაქციების ფორმირება შეძლეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


