სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს - ზაალ ანჯაფარიძე
ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სტატიის ავტორს დამსმენებად გამოყენებული ჰყავს, ორი უცხოური გავლენის აგენტი, მოღალატე მავნებელი თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი.
„ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება.
ისევე როგორც ადრე, წყაროებად, უფრო სწორად დამსმენებად სტატიის ავტორს გამოყენებული ჰყავს ორი სტაჟიანი უცხოური გავლენის აგენტი (მე თუ მკითხავ, ორი მოღალატე და მავნებელი) თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი.
სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ ორივე მათგანი ახლა საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს,“ - წერს ანჯაფარიძე.
Fox News საქართველო-ირანის კავშირებზე წერს. ამერიკული გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს.
სტატიის თანახმად, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს და თავის მხრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისკენ და ნატოს წევრობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა უახლოვდება თეირანს.
ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თეირანის რეჟიმისკენ შემობრუნება შესაძლოა პრობლემური იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.