Society
    2026-04-20 | 07:36

    “შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე” -  დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ

    “შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე” -  დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ.

    „დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება, რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24 - საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ (https://shorturl.at/JbXZS)

    ეს მითითება არის არაკონსტიტუციური და უკანონო. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე ტერიტორია არის სკვერი, სადაც ხალხის შეკრება და პროტესტი არავის არაფერში ხელს არ უშლის. კიდეც რომ უშლიდეს, სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს გვაქვს უფლება ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამიტომ დღეს, 15:00 საათზე ამ მითითებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ.

    მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, რომ მოვიდეს აქციაზე და დაიცვას ჩვენი უფლებები. პარალელურად, შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში პოლიციის უკანონო მითითებებზე და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას შეკრება მანიფესტაციის უფლების განხორციელების ხელის შეშლის გამო (სსკ. 161-ე მუხლი).

    მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაგვითმოს დრო, მოიწვიოს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და მოვისმინოთ ხელისუფლების პასუხი”,- აღნიშნულია განცხადებაში.