Politics
    2026-04-21 | 08:17

    14 წლის წინ ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ . . . მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ  - ეკა ბესელია

    14 წლის წინ ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ . . . მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ  - ეკა ბესელია

    "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი და "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს

    14 წლის წინ ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში.

    იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი … მჯეროდა რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი , რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო !

    სამწუხაროდ უამრავი მცდელობისა და ძალისხმევისა რაც ამ მიზნით ჩავდეთ - ამაო აღმოჩდა !

    იმედგაცრუებული ვართ ჩვენ ვისი ბრძოლის ხარჯზე მოხდა ცვლილება და ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის , მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად!

    მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ !

    დღეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა ისევ და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარი !

    როდესაც მეკითხებიან ვნანობ თუ არა , რომ ვიდექი ცვლილებების პროცესის წინა ხაზზე - ვამბობ არა, რადგან ის რეჟიმი უნდა შეცვლილიყო!

    არ უნდა დახუჭო თვალი , თუ ხდება იგივე ვინც არ უნდა იყოს უსამართლობის ავტორი !

    ამიტომაც გაიყო 2018 წელს ჩვენი გზა დ მე დავრჩი ჩემს ღირებულებებთან , ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დადგა წარსულის სახიფათო გადმონაშთის დასაცავად!

    არასოდეს ვინანებ რაც ვაკეთე იმ წლებში ბევრ კარგ ადამიანთან ერთად რადგან იყო ღირებული , მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის !

    საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა , კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი გაანადგურა ოცნების პოლიტიკამ!

    ყველა და ყველაფერი გამოჩდა: ვინ რისთვის იბრძოდა , თანამდებობისთვის თუ საქართველოს ბედნიერებისთვის …

    არავინ დარჩა პირველი თაობის ნამდვილი მეოცნეებებიდან … მედროვე , კომფორმისტი ადამიანები შერჩა ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად დადგება არჩევანის და ცვლილების წინაშე!

    ეს მალე მოხდება !

    ცხოვრების კანონზომიერება მოიტანს ცვლილებებს დღეს!

    დადგება თავისუფლების , დამოუკიდებლობის ეტაპი

    მართლმსაჯულების სისტემაში და დასრულდება უკანონო პატიმრების დრო!“.