Regions
    2026-04-29 | 08:21

    მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინეს

    მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინეს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედეველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

    სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანში, წილკანში, ძალისსა და ნავდარაანთკარში. მოქალაქეებმა გარემო სამშენებლო (10 კუბურ მეტრამდე),  ინერტული (10 კუბურ მეტრზე მეტი) და მუნიციპალური ნარჩენებით (2 კგ-ზე მეტი) დააბინძურეს.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ნარჩენების მართვის ეფექტიანი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა უზრუნველყონ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

    მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი, მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 114 ფაქტი.

    ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედეველობის დეპარტამენტი ავრცელებს.