Society
    2026-05-14 | 08:51

    ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პარიზში გაიმართა

    ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პარიზში გაიმართა

    ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“  ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

    ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ექსპერტი ქრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ.

    მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa  და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.

    ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრნენ.

    აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინის მეორე წარდგენაა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია ასევე სასტუმროში „Ritz Paris“ გაიმართა.

    ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.

    ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

    Related Articles
    Announcements-May 14
    2026-05-14 | 05:43
    Announcements-May 14

    Daily Calendar - May 14
    2026-05-14 | 05:34
    Daily Calendar - May 14