Society
    2026-05-19 | 10:07

    ბიზნესმენ რომან აბრამიშვილის კომპანიებმა სახელმწიფოსგან 58.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, თავად აბრამიშვილმა კი მმართველ პარტიას საერთო ჯამში 416 000 ₾ შესწირა

    ბიზნესმენ რომან აბრამიშვილის კომპანიებმა სახელმწიფოსგან 58.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, თავად აბრამიშვილმა კი მმართველ პარტიას საერთო ჯამში 416 000 ₾ შესწირა

    ბიზნესმენმა რომან აბრამიშვილმა ივანიშვილის პარტიას საერთო ჯამში 416 ათასი ლარი შესწირა. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შემოწირულობა, 60 ათასი ლარი, 2026 წლის 10 თებერვალს განხორციელდა.

    ორგანიზაციის ცნობით, აბრამიშვილთან დაკავშირებულმა შპს „გ&კ ტექნოლოგმა“ 2015 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და „საქართველოს მელიორაციისგან“ საერთო ჯამში 58.2 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო, საიდანაც 14 მილიონი ლარის შესყიდვები 2025 წლის შემდეგ მიიღო.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, აბრამიშვილის კომპანიები ასევე ფლობენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების 10 ლიცენზიას, ხოლო 2012 წელს ბიზნესმენს „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქვს 7 ათასი ლარი შეწირული.

    Related Articles
    Daily Calendar - May 20
    2026-05-20 | 05:24
    Daily Calendar - May 20

    Daily Calendar - May 19
    2026-05-19 | 06:54
    Daily Calendar - May 19

    Daily Calendar - May 18
    2026-05-18 | 06:29
    Daily Calendar - May 18