Society
    2026-06-01 | 08:44

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა

    სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

    „მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    Related Articles
    Daily Calendar _ June 20
    2026-06-20 | 05:22
    Daily Calendar _ June 20

    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19