პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის - გია ბარამიძე
პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის, უბრალოდ, მეტი სალაპარაკო არ აქვთ და შეუძლიათ, გაერთონ ამაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
„რეალურ ისტორიაში, მითოლოგიაში სხვადასხვა გმირია, რომლებიც ჩვენ ხშირად არგუმენტად მოგვყავს და ამაში გასაკვირი არაფერია. ვისაც არ წაუკითხავს ჰომეროსი ან ბერძენი ავტორები, ეს მისი პრობლემაა. თუ არ აქვს რაღაცის გააზრების უნარი, მისთვის, შეიძლება, უცხო იყოს. პრეზიდენტი სააკაშვილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ადამიანი, ფაქტია, ქვეყანა შექმნა არარსებული სახელმწიფოდან, სადაც არ იყო დენი, წყალი, პენსია, ჯარს არ ჰქონდა ხელფასი. სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, რომელზეც მსოფლიო ბანკი ამბობდა, რომ ნომერ პირველი რეფორმატორია მსოფლიოში, ნომერ პირველი მებრძოლია კორუფციასთან. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, როგორი იყო კრიმინალის დონე „ვარდების რევოლუციამდე“ და სააკაშვილის დროს როგორ დავიწყეთ ბრძოლა კრიმინალთან. ჩვენ გადასახადები 60 პროცენტით დავწიეთ და იმის გამო, რომ უკვე ჩინოვნიკების ჯიბეში აღარ მიდიოდა ფული, ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ჩამოყალიბდა თანამედროვე ჯარი, საბაჟო, შეიქმნა იუსტიციის სახლები და შემცირდა კორუფციაც. ამ ვითარებაში, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსაზრებები გამოთქვას და პარალელები გაავლოს, ამაში გასაკვირი რა არის? უბრალოდ, მეტი სალაპარაკო არ აქვთ და შეუძლიათ, გაერთონ ამაზე. პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის“, – აღნიშნა ბარამიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ დაწერა: „დავინახე „ოდისევსის“ ღრმა შინაარსი, პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, მისი ხელის მთხოვნელები – „ოპოზიციონერები“, პენელოპას მე უფრო შევესაბამები, ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ამას შეეწიროს“.