პოლიტიკა
    2026-03-30 | 17:33

    ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან - ირაკლი კობახიძე

    ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან - ირაკლი კობახიძე

    ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

    მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

    “ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც  სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

    მსგავსი სტატიები