მსოფლიო
2026-03-31 | 07:05
აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა - Wall Street Journal
აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა ირანის ქალაქ ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავის თავზე ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები ჩამოაგდო.
აშშ-ის დარტყმის შედეგად ისპაჰანში ძლიერი აფეთქება მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარტყმის შემდგომი აფეთქების ვიდეოკადრები Truth Social-ზე გააზიარა.
მსგავსი სტატიები
2026-07-10 | 07:11
რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა2026-07-10 | 06:21
აიათოლა ალი ხამენეი მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალეს