კომენტარი
2026-03-31 | 12:46
მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი", - თქვა ტაბულასთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით
ცნობისთვის - რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა და დაწერა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს და პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს, აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.