კომენტარი
2026-04-15 | 12:34
„ქართული ოცნება“ თავისი შინაარსით ანტიქრისტიანული, ათი მცნების მგმობელი, სამარცხვინო და ფარისევლების გაერთიანებაა - ლევან სანიკიძე
„ქართული ოცნება“ თავისი შინაარსით ანტიქრისტიანული, ათი მცნების მგმობელი, სამარცხვინო და ფარისევლების გაერთიანებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
„ჩემი აზრით, მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველია „ქართული ოცნება“, ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, გელათის დამტბორავი ხელისუფლება, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვით გამოირჩევა, არც ქრისტიანული მორალით და, მით უმეტეს, ღირებულებებით. შესაბამისად, მთავარი აქცენტი, რაც მე პირადად მაქვს, არის ის რომ „ქართული ოცნება“ თავისი შინაარსით ანტიქრისტიანული, ათი მცნების მგმობელი, სამარცხვინო და ფარისევლების გაერთიანებაა“, – აღნიშნა სანიკიძემ.