კომენტარი
    2026-04-20 | 12:42

    ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა - კახა კალაძე

    ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა - კახა კალაძე

    ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და რაიმე უბედურება თუ შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ საყოველთაო კარდაკარის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

    როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები გარე ძალებისგან იმართებიან.

    „ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? დღეს ქვეყანაში სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მიღება თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებით. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და რაიმე უბედურება თუ შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან, ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, ცდილობენ, ეს დღე თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

    „26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული – ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი. ცდილობენ, ეს დღე თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ აქვთ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიჰყვებიან“, – აღნიშნა კალაძემ.

    მსგავსი სტატიები