სამართალი
    2026-04-24 | 14:29

    პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ბრალდება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

    პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ბრალდება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

    საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, ხოლო მეორე დაკავებული დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს უკანონოდ ინახავდა.

    „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთი დაკავებული უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, ხოლო მეორე დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები.

    დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.