პოლიტიკა
    2026-05-15 | 12:19

    ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას

    ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას

    ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

    „ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა.

    ჩვენი საუბარი წარმოადგენდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს შორის ცოტა ხნის წინ გამართული დიალოგის პირდაპირ გაგრძელებას, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

    ვისაუბრეთ ფართო ორმხრივ დღის წესრიგზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი სუამის ფორმატში, ასევე ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში მიმდინარე უახლეს პოლიტიკურ პროცესებზე.

    ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, - ანდრეი სიბიგა.

    მსგავსი სტატიები