მსოფლიო
    2026-05-20 | 06:30

    ირანთან ომს ძალიან სწრაფად დავასრულებთ - დონალდ ტრამპი

    ირანთან ომს ძალიან სწრაფად დავასრულებთ - დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი ძალიან სწრაფად დასრულდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კონგრესის ყოველწლიურ პიკნიკზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „ჩვენ ამ ომს ძალიან სწრაფად დავასრულებთ. მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება, დაღლილები არიან ამისგან. ეს 47 წლის წინ უნდა მომხდარიყო. ვიღაცას რაღაც უნდა გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. ეს მოხდება და მოხდება სწრაფად. და დაინახავთ, როგორ დაეცემა ნავთობის ფასები. იქ ამდენი ნავთობია. ისინი სწრაფად დაეცემიან. მაგრამ ამასთან ერთად, საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმზეა“, – აღნიშნა ტრამპმა.

    აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის თავიდან აცილება პრიორიტეტად რჩება.