მსოფლიო
    2026-05-29 | 06:48

    რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

    რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

    რუსული დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა.

    მედიის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად შენობის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქალი და 14 წლის ბავშვი არიან.

    თავდასხმის გამო შენობიდან სამოცდაათი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.

    მედიის ცნობით, მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონი რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე შევიდა და დაზიანებები გამოიწვია.

    წყარო