პოლიტიკა
    2026-06-26 | 13:41

    2008 წლის ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართველ ხალხს. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - ირაკლი კობახიძე

    2008 წლის ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართველ ხალხს. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - ირაკლი კობახიძე

    2008 წლის ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართველ ხალხს. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ეს იყო ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

    მისივე თქმით, „დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი და ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება“.

    „ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, პირადად მე არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართველ ხალხს. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ეს იყო ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ცხრა წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით, სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება, თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი და ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები, აგენტურა გაისტუმრა სახლში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს გვაქვს სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

    მსგავსი სტატიები