შეერთებულმა შტატებმა, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ იერიშები დაიწყო.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმებზე პასუხია.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა საერთაშორისო საზღვაო გზაზე მშვიდობიანი სამოქალაქო ეკიპაჟებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის ირანს მაღალი ფასი დააკისრონ. ირანის აგრესია იყო გაუმართლებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი მტკიცებით, ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო გაუმართლებელი, საშიში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.
ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.