უნივერსიტეტის ქუჩაზე ვახომ მთხოვა სასაფლაოებისკენ გადაუხვიეო, ავიდეთო - თამუნა ყურაშვილი
ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ მამაჩემის 80 წლის იუბილე იყო, ოჯახის ახლობლები და მეგობრები შევიკრიბეთ, ძალიან
ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით, ვახო იყო სუფრის თამადა .გვიან ღამით ვახოს დედა წავიყვანეთ ვაჟაზე, უკანა გზაზე ვაკისკენ, უნივერსიტეტის ქუჩაზე ვახომ მთხოვა სასაფლაოებისკენ გადაუხვიეო,
ავიდეთო. მარტო ვიყავით, იჯდა გიორგის საფლავთან და მიყვებოდა, როგორი მაგარი იყო გიორგი, რომ მისნაირი არავინ იყო, მისი ოთხში წიგნების რაოდენობაზე და განლაგებაზე მიყვებოდა.
გაიხსენა, ამერიკაში როგორ გააოცა რომელიღაც კონფერენციაზე პუბლიკა, როცა დეკარტის ციტატები სულ ზეპირად მოყვაო.
ამ დროს უცებ მეუბნება, ხვალ სასამართლოა და შეიძლება დამიჭირონო, შენ ვიცი მაგარი ხარ, მაგრამ ნაზი უნდა დააწყნაროო, ხომ იცი როგორ ნერვიულობსო
ამ დილას მანამდე არ გავიდა ტელევიზიებთან, სანამ ნაზისთან ჩვენი ახლობელი არ მივიდა, რომ
ეთქვა ვახოს ამბავი, რომ ტელევიზიით არ გაეგო როცა მარტო იქნებოდა. გაუმარჯოს ვახოს ბრძოლას ამ ქვეყნისათვის!"
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.