კომენტარი
    2026-07-30 | 16:40

    მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათივით იქნება აწყობილი - ლევან მაჭავარიანი

    მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათივით იქნება აწყობილი - ლევან მაჭავარიანი

    მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათივით იქნება აწყობილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

    „გვინდა, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამართული იყოს. მამუკა მდინარაძე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ამ ყველაფერს იმ დონეზე გამართავს, რა დონეზეც ეს თეორიულად შესაძლებელია. მოშორება/ჩამოშორებაზე კითხვა ზედმეტია. ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, მამუკა მდინარაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აღარ იყოს. რაც შეეხება ამ თანამდებობის შექმნას, პრობლემებს არ გავურბივართ, რეგიონებში გამოწვევებია და ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებულია მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირები საკუთარ თავზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ეს ყველაფერი დროშია დასაჩქარებელი. მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათივით იქნება აწყობილი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

    მსგავსი სტატიები