„ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას - რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„„ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.
დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზეც ყოფილიყო გადატანილი. ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება”.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთში საწვავის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანაზე, დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.