სოცმედია
    2026-09-02 | 11:49

    ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვისი გარდაცვალების ამბავიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ველზე შემოიტანა - დათო ქოქოშვილი

    ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვისი გარდაცვალების ამბავიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ველზე შემოიტანა - დათო ქოქოშვილი

    ჟურნალისტი დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვისი გარდაცვალების ამბავიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ველზე შემოიტანა.

    ლაზარე ჯორბენაძე იყო ასავალ-დასავალის ძალიან ხშირი რესპონდენტი, არაერთი სტატუსით: როგორც სასულიერო პირი (ლაზარე მისი საეკლესიო სახელია, ისე ზურაბი ჰქვია), როგორც ყოფილი პოლიტიკოსი, უშიშროების ვეტერანი.

    მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ ირაკლი კობახიძემ ალიევს ხელი მოუწერა საიდუმლო დოკუმენტზე, რომლითაც დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილი დაუთმო. არანაირი მტკიცებულებით მას ეს ბრალდება არ გაუმყარებია, მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მე ეს დოკუმენტი ნანახი მაქვსო.

    ამას მოყვა პროსამთავრობო ფეისბუკ-ინფრასტრუქტურის შეტევა მასზე, უწოდებდნენ ცილისმწამებელს, არასერიოზულ ადამიანს და ა.შ.

    ლაზარე ჯორბენაძემ კიდევ გამოაქვეყნა მორიგი ინტერვიუ ასავალში და განაცხადა, რომ თავისი სიტყვა უკან არ მიაქვს, უკან არ იხევს და კვლავ ირწმუნება, რომ კობახიძემ ნამდვილად მოაწერა ხელი ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას.

    ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ლაზარე ჯორბენაძე გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსია, რომელსაც როგორც ჩანს, ოჯახიც იზიარებს, თვითმკვლელობაა. თუმცა, ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა და ასავალის ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ (რომელიც გაზეთში მისი ინტერვიუერი იყო) განაცხადა, რომ არ სჯერა ამ ვერსიის და ფიქრობს, რომ ლაზარე მოკლულია. ამის შემდეგ ასავალი ცალკე და დიტო ჩუბინიძე ცალკე - ითხოვენ ამ საქმის გამოძიებას და მის მკვლელობად კვალიფიცირებას.

    რატომ იფიქრა კობახიძე-მდინარაძემ, რომ ჯორბენაძის ინტერვიუების უკან შეიძლება ღარიბაშვილი იდგა? ის, რასაც ჯორბენაძე ინტერვიუში ამბობდა პრინციპში გარეჯის თემაზე სრულიად ამართლებდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც შეგახსენებთ, რომ #გარეჯისაქართველოა-ს კამპანიის მედროშე იყო, რომელმაც თითქოს იპოვა ის ახალი რუკა და გააჩინა იმედები, რომ გარეჯის საკითხს აზერბიჯანათან საბოლოო მოაგვარებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და პირველი შეკითხვა, ცხადია ღარიბაშვილის მიმართ ჩნდებოდა. ამ ინტერვიუებმა და ახალმა კონსპირაციებმა კი ამ შეკითხვებს ადრესატი შეუცვალა.

    თავად დიტო ჩუბინიძე ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობს და არც კი შეხვედრია პირადად. თუმცა იცნობს თამაზ თამაზაშვილს, მის სიმამრს და მას დადებითად ახასიათებს. ჩუბინიძე უარყოფს, რომ ღარიბაშვილის თამაშს თამაშობს, ის ამბობს, რომ არის მისი მხარდამჭერი და ფიქრობს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაში გადავა, მას შეუძლია "ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“.