უკან

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2024 09:03
font-size

არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ - ბიძინა ივანიშვილი

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს, „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგან არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს.

„როგორც კი ეს ძალა გაიწევა, უამრავი ოპონენტი გაუჩნდება „ქართულ ოცნებას“, მე ამ დღეს ველოდები, ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე. არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება? მუდამ ვებრძვით, როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ, არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა. მოდის ბოროტი ძალა, ენერგია არ იშრიტება, რადგან უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების მოგება კი არ არის გადამწყვეტი, არამედ გადამწყვეტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი. გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, 27-ში, შეიძლება, ხორავას ქუჩის მსგავსი რაღაც გაუგებრობა მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება. „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა. ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა. პრეცედენტი უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი, ჩვენ რომ გვაქვს, შეიძლება, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა, გახსოვთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:18

ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესა

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:06

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი 4% იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 ქვეყანას აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 11:53

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამი

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - გიორგი ვაშაძე

22 ოქტომბერი, 2024 , 11:46

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი,  ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, - ასე ეხმაურება “

ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:20

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:09

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე