უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 მარტი, 2018 16:50
font-size

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი კორუფციულ გარიგებას უარყოფს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გია აბულაძე განცხადებას გამოეხმაურა. აბულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბოლქვაძე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

მინისტრმა უპასუხა, რომ რეგიონში პროექტები კანონის დაცვით ხორციელდება, რასაც უწყება ხელს უწყობს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2014 წელს ორი ინსტანციის ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული იყო, რომ აღნიშნული ქონება ენვერ ცეცხლაძისთვის არ ჩამოურთმევიათ და შესაბამისად, წარმოადგენდა მის საკუთრებას.

2016 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შედგა მხარეთა შორის მორიგება, რის საფუძველზეც ენვერ ცეცხლაძემ უარი თქვა ქონების ნაწილზე, კერძოდ, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ახალ ბულვარში მდებარე 4 796 კვ. მიწა და ასევე აიღო ვალდებულება, საკუთარებაში არსებული მიწის საავტომობილო გზის მხარეს მოაწყოს ტროტუარი.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციის განხორციელება, ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ზოგადად რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ბოლქვაძემ

როგორც გია აბულაძემ განაცხადა, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და ბულვარის ნაწილი აჭარის მთავრობამ გავლენიან პირებზე კორუფციული გარიგებით გაასხვისა.

„დოკუმენტში, რომელიც ხელთ მაქვს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს, გრაფაში ნათლად ჩანს, რომ რეგიონის მთავრობა რუსეთის გავლენიან პირებთან კორუფციულ გარიგებაშია. ხელისუფლება კორუფციული გარიგებებით სახელმწიფო საკუთრებას ასხვისებს. ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და ბულვარის ნაწილი, კერძო პირზე ენვერ ცეცხლაძეზე არის გასხვისებული. დოკუმენტის მიხედვით, თურმე კერძო პირის საკუთრებით მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობა უნდა აშენდეს. აჭარის მთავრობა კი არ არასაჯაროებს, ვინ არის ჩაბაევი, რომელიც მშენებელი კომპანიის „ეიჩ გრუპ კონტრაქშენის“ დამფუძნებელია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ პიროვნების უკან რუსეთის გავლენიანი პირები არიან, რაც დიდ ეჭვებს აჩენს, რომ ტერიტორია აჭარის მთავრობამ კორუფციული გზით გაასხვისა. მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს, საკითხით დაინტერესდეს“,- განაცხადა აბულაძემ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი