უკან
რეგიონები
30 ივნისი, 2017 16:45
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების ახლობლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, დაკავებულების მიმართ ხელისუფლება შერჩევითი სამართალის პრინციპით მოქმედებს.
აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გამსახურდიას ქუჩა.
პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ნინო ექვთიმიშვილი