უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 თებერვალი, 2018 17:35
font-size

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ადამია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს და არაკვალიფიციურ განცხადებას აკეთებს.

ღლონტის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეწოდა საჯარო ინფორმაცია, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის და ბათუმის პორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს ასახავს.მოცემული სტატისტიკის წარმოებაში კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს არათუ 140 000 ლარი, არამედ ერთ თეთრიც არ გადაუხდია.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ ტერმინებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, რადგან საუბარია არა ტურისტებზე, არამედ, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრებიდან შემოსულ ვიზიტორებზე. ის აღნიშნავს , რომ 2017 წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციული საზღვრები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, გადმოკვეთა 1 513 533 საერთაშორისო ვიზიტორმა, რაც 6.9% მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის მონაცემების გათვალისწინებით, რეგიონში 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების ზრდა 61%-ია.

რაც შეეხება, სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარების საკითხს, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მათ სერვისის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ საშუალებად თვლის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა ლაშა ადამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსული ვიზიტორების შესახებ არასწორ სტატისტიკას ავრცელებს და ამისთვის ყოველწლიურად 140 000 ლარს ხარჯავს.

ცირა გურგენიძე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი