უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ივნისი, 2020 17:10
font-size

აგარის შაქრის წარმოება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, საქართველოსთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის - ნათია თურნავა

„აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას როგორც კონკრეტული რეგიონის, ისე მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური ვითარების პირობებში.

„ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა გლობალურ პანდემიას ებრძვის. საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენთვის, მთვარობისთვის ეს არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. „შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და ახლა, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება რომ გვქნება, ეს საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს. გარდა ამისა, აგარის შაქრის წარმოების განახლებით დასაქმდა 500 ადგილობრივი, რაც კიდევ ერთი დიდი სარგებელია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის ინფორმაციით, ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი