უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 ივლისი, 2020 17:47
font-size

ახალი BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

  • Bentley Bentayga კვლავაც ხდება თავისი სეგმენტის ეტალონი
  • ახალი დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში
  • წინა და უკანა ძარების ახალი დიზაინი განსახიერებს ბენტლის ბრენდის გენეტიკას, ძლიერი და ელეგანტური ვიზუალის ფორმულირებით
  • ინტერიერის უმთავრესი მახასიათებელია - სრულიად ახალი სავარძლები და მოპირკეთება, ასევე გაზრდილი ქვედა ნაწილის სივრცე უკანა მგზავრებისთვის.
  • უახლესი თაობის გასართობ-საინფორმაციო სისტემა , აღჭურვილია 10.9 დუიმიანი უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ეკრანით, და კავშირის უფრო სრულყოფილი ტექნოლოგიებით
  • პირველად ბენტლის ავტომობილში - მუქი მოპირკეთება რომბისებური ნახატით და მატირებული ალუმინის ეფექტით
  • Apple CarPlay ისევე როგორც Android Auto უკაბელო სისტემა, ახლა უკვე შედის ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში
  • ბენზინის 4 ლიტრიანი ძრავი, ორმაგი ტურბო აღჭურვით ავითარებს 550 ცხენის ძალას, 770 ნ.მ ბრუნვადი მომანტით
  • ახალ Bentayga V8-ს მოჰყვება Hybrid და Speed ვერსიები

ამა წლის, 30 ივნისს, კომპანია ბენტლიმ გამოავლინა ახალი Bentayga-ს დეტალები - ეს არის გამორჩეულად მდიდრული ქროსოვერი, რომელიც გახდა პირველი ავტომობილი, Beyond100 ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში გამოშვებული. მისი წინამორბედის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან, ხელით იქნა აწყობილი ამ მოდელის 20 000-ზე მეტი ერთეული - ბევრად მეტი ვიდრე რომელიმე სხვა კონკურენტს ჰქონდა. ახალ Bentley Bentayga-ს ელოდება არანაკლები წარმატება.

ქროსოვერის ახალი ექსტერიერი განასახიერებს ბენტლის ბრენდის გენეტიკას, რაც ასევე აქტუალურია სამოდელო ხაზის ყველა ავტომობილისთვის და საავტომობილო მარკას, საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს, მდიდრული ავტომობილების ავტო მწარმოებლებს შორის. ყველაზე აქტუალური და თანამედროვე სამოდელო ხაზი. ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების და სალონის განუმეორებელი კომფორტის მიღებით, ახალმა Bentayga-მ განიცადა სერიოზული ცვლილებები - როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

ახალ Bentley Bentayga-ში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს , გრან ტურერის მოდელის დინამიკა, წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილების ფუფუნება, საოჯახო ავტომობილების ტევადობა და ყველგანმავალების შესაძლებლობები - ამგვარად, ამ გამორჩეულ ქროსოვერში იპოვა თავისი გაგრძელება, მის წინამორბედში ჩადებულმა კონცეფციამ - შესთავაზოს თავის მფლობელს ფუნქციონირების მაქსიმალური შესაძლებლობა.

ადრიან ჰოლმარკი (Adrian Hallmark), Bentley Motors-ის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს: «თითქმის ხუთი წლის წინ, Bentayga-ს ბაზარზე შესვლის მომენტიდან, დაკავებული აქვს ყველაზე მდიდრული ქროსოვერის პოზიცია. Continental GT-ის მსგავსად, Bentayga-მ არა მხოლოდ დააარსა ფუნდამენტურად ახალი სეგმენტი, არამედ მაგდა ამ სეგმენტის ეტალონი: ბევრი ავტო მწარმოებელი ცდილობს ამ ნიშის დაკავებას, მაგრამ ვერავინ შეძლო უფრო ფართო შესაძლებლობების შემოთავაზება. ახალი Bentley Bentayga ცვლის მდიდრულ ქროსოვერზე არსებულ წარმოდგენებს, მსგავსი ავტომობილების სხვა მწარმოებლების ბევრად უკან ჩამოტოვებით. ახალი Bentayga - ეს არის ორიგინალი მოდელის თანამედროვე და დახვეწილი ვერსია, რომელმაც ტავისი წინამორბედისგან აიღო ყველაფერი საუკეთესო ».

ახალი Bentley Bentayga. მოკლე აღწერა

ახალი ბენტეიგას უმთავრესი მახასიათებელია - აღმაფრთოვანებელი დინამიური სტილი, რომელიც შთაგონებულია საავტომობილო ბრენდის ახალი დიზაინერული ხელწერით. ის პირველად გამოყენებულ იქნა Continental GT-ს მესამე თაობის შექმნის დროს და ასევე სრულიად ახალი Flying Spur-ის შექმნისას. ეს სამი მოდელი წარმოადგენს ბენტლის ოჯახს და აქვთ უფრო მეტი მსგავსება ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ექსტერიერის შთამბეჭდავი დიაზაინი, რომელიც ახალ ბენტეიგას გზებზე კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის, ყალიბდება მათ შორის ავტომობილის თანამედროვე და გემოვნებიანი წინა ნაწილის წყალობით.

მასიურმა გადიდებულმა მატრიცულმა რადიატორის ცხაურმა მიიღო უფრო ვერტიკალური მდგომარეობა, ხოლო დიოდურო განათების, ბროლისებური მოპირკეთების ფარებში, მარტივად ამოიცნობა ბენტლის ხელწერა.

ასევე სრულიად შეიცვალა ავტომობილის უკანა ნაწილის დიზაინი: მოდელს ახლა აქვს სრულ სიგანეზე საბარგულის განყოფილება და მის კარში ჩამონტაჟებული განათებებით. ხაზების და გამოყვანილობის ერთიანობის სრულად შესანარჩუნებლად, დიზაინერებმა სარეგისტრაციო ნომრის მისამაგრებელი ადგილი ჩამოიტანეს ქვევით, ბამპერთან ახლოს. კიდევ უფრო სრულყოფილი სიმძლავრისთვის, ბენტლის ინჟინრებმა, უკანა ბორბლების სიგანე 20 მმ-თი გაზარდეს; თვლებში ბორბალის პოზიციის ცვლილებით, მათ მიაღწიეს უფრო მეტ სტაბილურობას გზაზე. ბორბლები დამზადებულია სრულიად ახალი დიზაინით, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ბენტეიგასთვის.

ცვლილებები ასევე განიცადა ინტერიერის დიზაინმაც, რამაც წინა მოდელების მფლობელებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. განახლება შეეხო ძირითადად წინა პანელს, საჭეს და კარებების მოპირკეთებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს , სრულიად ახალი სავარძლები - ხუთადგილიანი მოდიფიკაციისთვის ახლა ისინი ხელმისაწვდომია სავინტილაციო ფუნქციით. მეორე რიგის მგზავრები სათანადოდ შეაფასებენ, 100 მილიმეტრით (კონფიგურაციის მიხედვით) გაზრდილ სივრცეს ქვედა (ფეხების განსათავსებელ) ნაწილში.

ახალი თაობის საინფორმაციო-გასართობი სისტემა, ორგანულად არის ინტეგრირებული ხელით აწყობილ ფუნქციურ პანელში, რომელიც ტრადიციულად მოგაგონებთ გაშლილ ფრთებს, და რომელიც აღჭურვილია 10,9 დუიმიანი უმაღლესი გამოსახულების ეკრანით და დინამიურ-გრაფიკული ელემენტებით, რომელთა მომართვა ხდება მფლობელის სურვილისამებრ.

მოწინავე პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს წვდომას ახალ ნავიგაციურ საშუალებებთან , სატელიტურ რუქებზე, ონლაინ ძიებაზე და სხვა ფუნქციებთან. უკაბელო სისტემა Apple CarPlay, ასევე მისი კაბელური ანალოგი, და ასევე აპლიკაცია Android Auto( კონკრეტული ბაზრების მიხედვით) ახლა უკვე შესულია ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში.

8 ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ახალი Bentayga თავის თავში აერთიანებს სუპერ მანქანისთვის დამახასიათებელ დინამიურობას და პრაქტიკულობას ყოველდღიურ მგზავრობაში. 8 ცილინდრიან ძრავის შემდეგ, ასევე წარმოდგენილი იქნება Hybrid და Speed ვერსიები W12 ძრავით. ბენზინის 4 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი ბენტეიგა ორმაგი ტურბოთი ავითარებს შთამბეჭდავ 550 ცხენის ძალას და 770 ნმ ბრუნვად მომენტს.

Bentley Bentayga განსაზღვრავს მდიდრული ქროსოვერების სეგმენტს

პირველად, 2015 წლის ნოემბერში წარმოდგენილმა ბენტეიგამ საფუძველი ჩაუყარა საავტომობილო მიმართულების ახალ სეგმენტს. პირველად, მსოფლიოში მდიდრული ქროსოვერი, ის გახდა ნამდვილი ეტალონი და თავისი მფლობელებისთვის შესძლო შეეთავაზებინა გრან ტურერის კლასის ავტომობილი, ნებისმიერ საგზაო პირობებში.

ბაზარზე გამოსვლის მომენტისთვის Bentayga იყო ყველაზე სწრაფი, მძლავრი და უნიკალური ქროსოვერი, მსოფლიოში. მის შექმნას და წარმოებას დასჭირდა ჯამში 840 მილიონი ფუნტის ინვესტიცია, 1500 სამუშაო ადგილის შექმნა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისათვის და ბენტლი გახდა მდიდრული ქროსოვერების, პირველი მწარმოებელი, მსოფლიოში.

მას ჰქონდა წარმოუდგენელი წარმატება და 2019 წელს, ბენტეიგას წილი ბენტლის მსოფლიო გაყიდვებში შეადგენდა 45%. 2015 წლიდან ბენტეიგას მიერ შექმინილი მდიდრული ქროსოვერების სეგმენტი, შეივსო ახალი კონკურენტული მოდელებით, მაგრამ ბენტეიგა კვლავაც რჩება მათ შორის ყველაზე გაყიდვად მოდელად.

თუმცა, ბენტეიგას წარმატება არ შემოიფარგლება გაყიდვების მაჩვენებლით. ამ დახვეწილ ქროსოვერს დაემორჩინა სხვადასხვა გზები, მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი: ის ეჯიბრებოდა დანიის სანაპიროებზე კიტსერფერებს, გადაკვეთა ჩილეს და ბოლივიის მკაცრი უდაბნოები, დაეუფლა სამთო გზებს ისლანდიაში და ავიდა ახლო აღმოსავლეთის ქვიშის მაღლობებზე. მან ასევე დაამყარა რეკორდი ქროსოვერების კლასის ავტომობილებს შორის, ყოველწლიურ შეჯიბრებაზე, მთებზე ასვლაში პაიკს-პიკზე. ამის გარდა ბრენდმა გამოუშვა ბენტეიგას სპეციალური მოდელი: Fly Fishing თევზაობის მოყვარულთათვის, Field Sports ნადირობის მოყვარულთათვის და Falconry მათთვის ვისაც განსაკუტრებით უყვარს შავარდენზე ნადირობა. ხოლო, Bentayga Speed რომელსაც შეუძლია განავითაროს სიჩქარე 306 კმ/სთ-მდე, რჩება ყველაზე სწრაფ ქროსოვერად , მსოფლიოში.

ექსტერიერის ახალი დიზაინი

ბენტეიგას ექსტერიერი სრულიად იქნა გადაკეთებული: მარკის ახალი დიზაინერული ენის მიხედვით, შესაძლებელი გახდა შექმნილიყო ავტომობილის განუმეორებელი სტილი და მომართული იერი. ბენტეიგას წინა და უკანა ნაწილში თითოეულმა პანელმა მიიღო უფრო მკვეთრი მოყვანილობა.

გვერდიდან შეხედვისას, მკვეთრად ჩანს ავტომობილის გამორჩეულად ათლეტური ფორმები. დაგრძელებული ფორმის ახალი დეფლექტორები, განტავსებულია წინა ფრთის გვერდითა ნაწილში - კუზაოს გამოხატული სკულპტურული ხაზის ზემოდან.

ულამაზესი ახალი 22 დუიმიანი დისკები ხელმისაწვდომია დიზაინის ორ ვარიანტში, რისი წყალობიტაც, ბენტლის ხაზში წარმოდგენილია უკვე ხუთი უნიკალური სახესხვაობა საბურავის დისკებისა.

ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ავტომობილის უკანა ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ გამოარჩევს ახალ მოდელს, მისი წინამორბედისგან. Continental GT-ის მსგავსად ბენტეიგაც აღჭურვილია ოვალური ფორმის უკანა ფარებით. გრავირებული ზედაპირის წყალობით, ანთებული ფარები მოგაგონებთ ძვირფას ქვებს და აქვთ მკვეთრი მოცულობითი განათება. მიმართულების ინდიკატორები ასევე ასრულებენ «დინამიური მისალმების» ფუნქციას.

ბენტეიგას მდიდარ ფერთა გამას დაემატა ორი ახალი ფერი: Viridian - მწვანე დაფერვის მუქი შეფერილობა ეფექტით «მეტალიკი», რომელიც შთაგონებული იქნა EXP 10 Speed 6 კონცეპტ მოდელისგან, და Patina - თეთრი-მონაცრისფერო დახვეწილი შეფერილობა.

მომართული და დინამიური გარეგნობის უფრო მეტად გაძ₾იერება შესაძლებელია პერსონალიზაციით, მათ შორის Blackline სპეციფიკაციით. მისი საშუალებით შესაცვლელია შეივალოს ქრომირებული ექსტერიერის დეტალები შავით, რისი წყალობითაც მოდელი იძენს ურბანული ქროსოვერის მიმზიდველ თვისებებს.

ბენტეიგას სალონის დიზაინი სხვა მიმართულებით

ბენტეიგას ხელნაკეთი დიზაინი, ახალ მოდელში სრულიად შეიცვალა. ისედაც სრულყოფილი ინტერიერი, რომელიც გახდა ქროსოვერებში ეტალონი, ახალ ბენტეიგაში უმაღლესი დონის ოსტატების მიერ,გახდა მოდერნიზებული და აღიჭურვა მასალების უპრეცედენტო ნაკრებით.

ბენტლის დიზაინერებმა შეძლეს შეექმნათ დაუჯერებლად სარელაქსაციო გარემო მგზავრებისთვის, რომლითად ტკბობა მათ შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა კარების მოპირკეთება და საჭე, ასევე ცენტრალური მართვის დაფა და ინსტრუმენტთა პანელი, რომელიც ქმნის თანამედროვე ინტერიერს. ამასთან ერთად ბენტეიგა აღჭურვილია ახალი სავარძლებით, რომელიც, სრულიად ცვლის კომფორტზე წარმოდგენებს.

შემქმნელებმა, ორი კლასიკური მრგვალი საჰაერო ჭრილი («ხარის თვალი») შეცვალეს ერთი რელიეფური დეფლექტორით, ქრომირებული მოპირკეთებით, რომელიც განტავსებულია საინფორმაციო - გასართობი სისტემის ოდნაც ქვემოთ და ერთიანდება ბრეიტლინგის (Breitling) საატებთან.

ბენტლიში პირველად, ახალი ბენტეიგასთვის ხელმისაწვდომია სალონის ოპციური მუქი მოპირკეთება, ბრილიანტის გოფრირებით და მატი ალუმინის ეფექტით.

დინამიკა და სიმძლავრე

ახალი ბენტეიგა გთავაზობთ მდგრად 4 ლიტრიან, 32 სარქველიან, რვა ცილინდრიან ძრავს, რომელიც აღჭურვილია ორმაგი ტურბო twin-scroll კომპრესორით და ფლობს განუმეორებელ სიმძლავრეს და ეკონომიურობას. ის ავითარებს 550 ცხენის ძალას და 770 ნმ ბრუუნვად მომენტს, რაც უზრუნველყოფს სუპერ მანქანისთვის დამახასიათებელ პროდუქტიულობას. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება იკავებს მხოლოდ 4,5 წამს, ხოლო ახალი ბენტეიგას მაქსიმალურმა სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 290 კმ/სთ-ს.

ცვლილებები შევიდა ასევე Bentley Dynamic Ride სისტემაში - ინჟინრებმა 20 მილიმეტრით გააფართოვეს უკანა ბრობლების დიაპაზონი, რაც უზრუნველყოფს ძალისხმევის შემცირებას და აუმჯობესებს საჭის მართვის რეაგირებას.

Drive Dynamics Mode და All-Terrain პაკეტის (ხელმისაწვდომია როგორც ოფცია) საშუალებით, ბენტეიგა თავის მფლობელს სტავაზობს გზაზე და გაუვალ ადგილებში მართვის ყველაზე ფართო არჩევანს. ერთი მარტივი დატრიალებით მძღოლს შეუძლია აირჩიოს სასურველი რეჟიმი - ოთხი გზისთვის და ოთხი უგზოობისთვის.

რვა ცილინდრიანი ბენტეიგას შემდეგ გამოვა Hybrid ვერსია. რომელმაც თავისი წინამორბედისგან აიღო საუკეთესო და ის გახდება ყველაზე ეკონომიური ბენტლის მოდელი.

Speed ვერსია, რომელიც დიდხანს არ დააყოვნებს, იქნება განუმეორებლად დინამიური და უფრო მკვეტრი დიზაინით. აღჭურვილი ცნობილი 6 ლიტრიანი ძრავით W12 TSI, Speed მოდელი სამართლიანად იკავებს ბენტეიგას ხაზის მწვერვალს.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი