უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ივლისი, 2021 12:27
font-size

ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, ლევან კაციაშვილმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოაწყო; ჯამურმა ინვესტიციამ 800,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 550,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად 10, სეზონურად 100 ადამიანია დასაქმებული. ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა.

სამაცივრე მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე ასზე მეტი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოა შექმნილი; ამ მიმართულებით წელს თანადაფინანსების 51 ხელშეკრულება გაფორმდა. სოფლის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგის განვითარებისათვის, სახელმწიფო 700 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

კახეთის რეგიონში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 84 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 800-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 10 მლნ ლარზე მეტია.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი