უკან
რეგიონები
22 იანვარი, 2018 11:05
ახმეტაში 41 წლის მამაკაცს ეძებენ
ახმეტაში 41 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მამუკა ძებნიაურს, სარწყავ არხში, ადგილობრივთან ერთად თბილისიდან ჩასული მყვინთავებიც ეძებენ.
მამაკაცი მეზობლებმა ბოლოს 19 იანვარს სახლისკენ მიმავალი ნახეს.
მამუკა ძებნიაურს ორი დღის განვალობაში პოლიცია ეძებდა, გუშინ სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფები ჩაერთო.