უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ივნისი, 2017 17:25
font-size

ანაკლიასა და განმუხურში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადებიან

2 კვირაში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ აიღებს სტარტს. მანამდე კი ორგანიზატორებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალის გეგმები და განახლებული ინფრასტრუქტურა ჟურნალისტებს გააცნეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ,,ივენთის” ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპრტული შეჯიბრებებით შეეძლება. წლევანდელ „Gem-fest“-ზე ათი სცენა განთავსდება, სადაც 500-მდე მსოფილიოში ცნობილი არტისტი დაუკრავს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ გააცნო.

საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელისუფლება 800 ათას ლარს ხარჯავს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაობზე ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ მიაწოდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს, რეაბილიტირდა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.

ანაკლიასა და განმუხურში წინასაფესტივალო სამზადისია, როგორც ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე კერძო სექტორში. ბოლო მონაცემებით, ანაკლიასა და განმუხურში, არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია 20 ათასზე მეტი ადგილი. პარალელურად მიმდინარეობს კარვების ქალაქის მშენებლობა, რომელიც წელს ბევრად კონფორტული იქნება. „Gem-fest“-ის ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ახალი კარავი განთავსდება, სადაც 10 000 დამსვენებელი დაბინავდება.

ჟურნალისტებმა ახლადაშენებული და მშენებარე სასტუმროებიც დაათვალიერეს. ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა მაღალი კლასის კოტეჯების მშენებლობა, ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ინდოელი ინვესტორების 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები.

საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ პირველად 2015 წელს ჩატარდა, გასულ წელს ფესტივალს 35 ათასამდე ვიზიტორი ყავდა, წელს კი ორგანიზატორები ვიზიტორების გაორმაგებულ ოდენობას ელოდებიან. ანაკლია-განმუხურის სანაპირო, წელს ფესტივალს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი