კომენტარი
სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის - მისი მიზანია დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი
მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდის მომხრე ვართ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ომი, საომარი მოქმედებები არავის სურს, მით უმეტეს ამ ქვეყნის პატრიოტებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც სააკაშვილი წერს: „დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“.
„არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს ვინმეს ომი სურს. ყველას ჰყავს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები. ამიტომ ომის მსურველი არავინ არის, მარტივი ადამიანური ლოგიკაა. მიხეილ სააკაშვილის პოსტს რაც შეეხება, ამ სტატუსის შინაარსი არის მარტივი, მას სურს, ქვეყანა გათავისუფლდეს ავტოკრატიული მმართველობისგან და ისე გათავისუფლდეს, როგორც, მისი ღრმა რწმენით, სხვა ქვეყნები გათავისუფლდებიან.
ამაზეა მხოლოდ საუბარი და არანაირ ძალადობაზე, მით უმეტეს ადამიანების სიკვდილზე. შედარებას როცა აკეთებ, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც იმ პროცესის კოპირება მოხდეს, რაც იქ ხდება. შედარებაზე როცა ვსაუბრობთ, ამის მიზეზი მარტივია, დიქტატურის გაუქმება ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი შესადარებელი. მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდის მომხრე ვართ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ომი, საომარი მოქმედებები არავის სურს, მით უმეტეს ამ ქვეყნის პატრიოტებს. სხვადასხვა დეზინფორმაციული საშუალებებიდან ვისაც წარმოდგენა აქვს შექმნილი, რომ ადამიანი არის სისხლის მოსურნე, უნდა, სისხლი დაიღვაროს თავის ქვეყანაში, შეიძლება ამ განხრით განიხილოს, მაგრამ მეც და ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მომხრეს კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის. ეს სიტყვები ბევრჯერ შემხვედრია ჩემს „ფიდზე“ ოპოზიციონერი აქტივისტების ან პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ მისი მიზანია – დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა, სხვა არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42
მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი
5 მარტი, 2026 , 16:53
კახა კალაძე თინა ხიდაშელის განცხადებაზე - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ
5 მარტი, 2026 , 11:52
კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას - თბილისის მერია
2 მარტი, 2026 , 11:49
“იმედი” ბანკს ქმნის?! ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია??? - კოტე კემულარია
27 თებერვალი, 2026 , 15:07
„იმედმა“ განცხადება გააკეთა, ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი - შალვა პაპუაშვილი
27 თებერვალი, 2026 , 14:29


