უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ივნისი, 2020 16:40
font-size

აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი - ნათია თურნავა

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი. მათ შორის, გვაქვს ისეთი ბერკეტები, როგორიც არის, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ სადაც არის უცხოური ინვესტიციების მთელი მიმართულება, მათი მოზიდვის ახალი სტრატეგია. უკვე წელსვე ველოდებით ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდას და კონკრეტულ პროექტებს - მაგალითად, ეს არის „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, რომელიც 700 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე-დღეზე გავხსნით ამ ჰესის მშენებლობას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხუდ განაცხადა, რომელიც უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებს ეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის სხვა ენერგეტიკული პროექტებიც, რომლებიც განხორციელდება, მაგრამ ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ველოდებით ინვესტიციების ზრდას. „ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები აისახოს საქართველოზე. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი, მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ, ეს არის ტენდენცია, რომელიც ზოგადად, უკვე დაწყებულია, რაც ობიექტური გარემოებაა და არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილის შედეგი. გლობალურად მიდის დივერსიფიკაციის ტენდენცია და ბევრი კომპანია, ჩინური თუ ევროპული, ცდილობს, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე გადაანაწილოს თავისი წარმოებები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გლობალური კომპანიები დაინტერესდნენ წარმოების გადმოტანით, პირველ რიგში, ეს არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თუმცა, მარტო არ არის საკმარისი, „შესაბამისად, იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელზეც ვმუშაობთ და რისთვისაც თვე ან თვენახევარი დაგვჭირდება, ავსახავთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო პაკეტს ახალი ინვესტორების მიმართ და წელსვე ყველა გავხდებით საქართველოში რამდენიმე ახალი საწარმოს პროექტის დაწყების მოწმეები“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება, ვარდნა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ინვესტორების განწყობაზე - არა უშუალოდ საქართველოს მიმართ, არამედ, ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობაა მსოფლიო ბაზრებზე, ინვესტიციებისა და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთული ხდება. „აქედან გამომდინარე, ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი