უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2018 11:25
font-size

აუცილებელია, ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების ქსელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტების მიერ ჭუბერის თემში, მდ. ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მომზადდა ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

ანგარიშის თანახმად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდ. ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.

ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - მდ. ოკრილას ხეობაში.

მდ. ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდ. ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდ.ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

მდ.ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები“, - წერია დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე.

„შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

30 სექტემბერი, 2025 , 13:01

საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხე

ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური

30 სექტემბერი, 2025 , 12:48

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც „მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

29 სექტემბერი, 2025 , 16:59

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტ