უკან
რეგიონები
9 ივნისი, 2018 12:47
ავარია გომბორის უღელტეხილზე - 4 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული
გომბორის უღელტეხილზე დღეს დილით მომხდარი ავარი-ის შედეგად დაღუპულთა რიცხი გაიზარდა.
თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა.
შსს-ს ცნობით, ოთხი დაღუპულიდან სავარაუდოდ, ორი მშობელია, ორი კი ბავშვი. დაშავებულია 10-მდე ადა-მიანი.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგა-დები და საპატრულო პოლიცია.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნინო ექვთიმიშვილი