უკან
რეგიონები
27 ივნისი, 2022 16:03
ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული, ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
სოფელ შრომასთან მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.