უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 ივნისი, 2022 10:25
font-size

ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება.

პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 180,000 ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსი დანადგარების შეძენასა და ყველის აუზების განახლებას მოხმარდა. კომპანია წელიწადში 40 ტონამდე მოცულობის ქარხნულ ყველსა და სულგუნს, ასევე 4 ტონამდე კარაქს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ყველის საწარმო და კიდევ უფრო მეტად გვეფიქრა სამომავლო განვითარებაზე. სასიამოვნოა, როცა ბანკი ცდილობს მცირე მეწარმეს მის საჭიროებაზე მორგებული პირობები შესთავაზოს და ხელი შეუწყოს ბიზნესის გაფართოებას. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ და გავაძლიეროთ ბიზნესი, ჩვენი რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავადაც გვაქვს ფერმა, დამატებით ჩვენ რძეს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა“,- აცხადებს მცირე მეწარმე, რაფაელ კაროიანი.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი საქმიანობის განვითარებაში“, -განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

13 მაისი, 2024 , 13:48

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სასწავლებლე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი